რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში მცირე ზომის თვითმფრინავ L-410-ის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
„7 ადამიანი დაიღუპა, გადარჩა 3 წლის ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
სულ თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.
მაშველების ინფორმაციით, „ხაბაროვსკის ავიახაზების“ თვითმფრინავი ხაბაროვსკიდან დაბა ნელკანში მიფრინავდა. „მან ასაფრენ ბილიკამდე ვერ მიაღწია და ხისტი დაშვება განახორციელა. თვითმფრინავის კორპუსი განადგურებულია, აფეთქება ან ხანძარი არ ყოფილა“, – აღნიშნავენ უწყებაში.
კომენტარები