„სირცხვილია, როდესაც მორალს გვიკითხავენ და კლანებზე ლაპარაკობენ იმ კლანის წარმომადგენლები, რომლებმაც ქვეყანა დააქციეს და ნახევარი ქვეყანა რუსეთის ხელში მოაქციეს!“, – ასე უპასუხა მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა „ტაბულას” მთავარ რედაქტორს თამარ ჩერგოლეიშვილს გადაცემა „რეაქციაში”.
„კონსტიტუციაშიც კი არის აღნიშნული ქვეყნის საგარეო კურსი… როდესაც სააკაშვილ-ბოკერიას ჩერგოლეიშვილი საუბრობს იმაზე, რომ თურმე, იანუკოვიჩს თავიდან დასავლური კურსი ჰქონია აღებული და „მაიდნის” შემდეგ შეიცვალა, შევახსენებ, რომ სააკაშვილსაც ჰქონდა დასავლური კურსი აღებული, მაგრამ ძალიან მარტივად, თვალის დაუხამხამებლად კოდორი, ახალგორი და საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20% რუსეთს ჩააბარა! ოკუპაციაც სწორედ სააკაშვილის ხელშეწყობით მოხდა! უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც მორალს გვიკითხავენ და კლანებზე ლაპარაკობენ იმ კლანის წარმომადგენლები, რომლებმაც ქვეყანა დააქციეს და ნახევარი ქვეყანა რუსეთის ხელში მოაქციეს!“ – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება შესაძლოა ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას ნიშნავდეს.