თურქეთის უშიშროების ძალები ქვეყნის 30 პროვინციაში პოლიციის 108 ყოფილი თანამშრომლის დაკავების ოპერაციას ატარებენ. ამის შესახებ ტელეარხი NTV სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
108 ყოფილი პოლიციელი ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ბრალდებულები.
დაკავების ორდერები ანკარას პროკურატურამ გასცა, 60 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
კომენტარები