ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თქმით, აფეთქებას სამართალდამცავი ორგანოების ხუთი თანამშრომელი ემსხვერპლა.
აფეთქება რესტორანთან მოხდა, რომელშიც ავღანეთის თანამდებობის პირების ჯგუფი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და პოლიციელები მუშაობენ.
კომენტარები