რამდენიმე წუთის წინ, სანკტ-პეტერბურგის სკოლებში, სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო ზარები შესულია ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 21 სკოლაში, 3 სასწავლო დაწესებულებასა და 7 სავაჭრო ცენტრში.
ბოლო თვეებია, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით, „სატელეფონო ტერორისტების“ მიერ, ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ, ათეულობით მსგავსი ზარი განხორციელდა.
კომენტარები