იტალიის პოლიციამ ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
აღნიშნული პირი დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. ბინის პატრონი, 69 წლის კაცი სახლში დაბრუნდა, როდესაც შეამჩნია, რომ კარის საკეტი გატეხილი იყო. მან პოლიციას გამოუძახა. პოლიციის მისვლამდე ბინის პატრონსა და დამნაშავეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 69 წლის კაცმა კონტუზია მიიღო. დამნაშავემ გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ დააკავა.
კომენტარები