სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირი, რომლის შესახებაც ინფორმაცია სუს-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა, http://ssg.gov.ge/news/283/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-gancxadeba რიზვან გორნაკაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია “აქცენტს” პანკისის ხეობაში დაუდასტურეს.
“აქცენტის” ინფორმაციით, ახლობლები გორნაკაშვილთან დაკავშირებას გუშინდელი დღიდან მოყოლებული ვერ ახერხებენ.
“აქცენტის” ინფორმაციით, გორნაკაშვილი ხელოსანია და თბილისში კერძო შეკვეთებზე მუშაობდა. ის ასლან ჯაბრაილოვის მეუღლის ძმაა.
ახლობლები გორნაკაშვილის რაიმე სახის ექსტრემიზმთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ის მსგავსი საკითხებით დაინტერესებაში არასდროს ყოფილა შემჩნეული.
ინფორმაციას ამის შესახებ “აქცენტი” პანკისის ხეობის მაცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.