სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარებს გამოეხმაურა, რომელშიც ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ არ აპატიებენ მათი ძმის მოკვლას.
გომელაურმა აღნიშნა, რომ ყველა დაფიქსირებული ზარი, თუ სოციალურ ქსელში გაკეთებული მუქარა, გამოძიებაზე მიბმული იქნება და სახელმწიფო ყველა საკითხს სერიოზულად მიუდგება.
”რა თქმა უნდა ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით. ეს ყველაფერი, შემოსული ზარი იქნება თუ ”ფეისბუქზე” განხორციელებული მუქარა, ამა თუ იმ მიმართულებით, ყველაფერი იქნება ამ გამოძიებაზე მიბმული და მივუდგებით სერიოზულად. ყველა შემოსულ ზარს და sms-სს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კომენტარები