გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლები ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. ცოტა ხნის წინ ადგილზე სპეცრაზმიც შეიყვანეს.
ამ დროისთვის საცხოვრებელი კორპუსი მოსახლეობისაგან კვლავ დაცლილია. მაცხოვრებლებს სახლებში ჯერ არ უშვებენ.
კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა ევაკუატორით რამდენიმე დაზიანებული მანქანა გაიყვანეს.
კომენტარები