საბერძნეთში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 9 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი ქალია. ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა. სამართალდამცველების განცხადებით, სპეცოპერაცია, რომელიც ათენში განხორციელდა, შიდა ტერორიზმთან კავშირში არ არის. ჩხრეკის ოპერაციის შედეგად, პოლიციამ სითხის სახით უცნობი ნივთიერება და ასევე პორტატიული კომპიუტერი ამოიღო, რომელიც დეტონატორთან იყო მიერთებული. მასალები შესასწავლად ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
კომენტარები