დღეს, ხალხმრავლობა იყო რუსთაველის გამზირზე, სადაც საზეიმოდ გაიხსნა მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „თბილისი გალერია“. ღონისძიებას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
გახსნის ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იყო. სავაჭრო ცენტრში განთავსებული ობიექტების დარჩენილი ნაწილი კი, ეტაპობრივად 3 თვის განმავლობაში გაიხსნება.
“თბილისი გალერია”-ს ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა მისი სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ანაგმა” შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ – 2016 წლის 11 თებერვალს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, უძრავი ქონებისა და ტურიზმის მიმართულებით მორიგი საინვესტიციო პროექტის, „გალერია თბილისის“ ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროექტი მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას თანამედროვე, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის განთავსებას. პრეზენტაციის მსვლელობისას სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დასახელდა გენერალური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით ჩატარებული ტენდერის გამარჯვებულად და მხარეებს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.
“თბილისი გალერია”-ს სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ანაგმა” წარმატებით შეასრულა.



