მართლმადიდებელი სამყარო ხვალ სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლმოდრეკის ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი.
მომავალი კვირა მორწმუნეებისთვის მსგეფსია, რომლის დროსაც ხსნილია ყოვლითურთ.
27 ივნისიდან კი პეტრე-პავლობის ორკვირიანი მარხვა დაიწყება.
ხვალ სულთმოფენობაა
2016/06/18 19:22:29
კომენტარები
ნანახია: 2723 ჯერ