აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
ამის შესახებ ტრამპმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად ვაღიაროთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.
კომენტარები