ძლიერ მიწისძვრას ინდონეზიაში ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. 6.5 მაგნიტუდის ბიძგები კუნძულ იავაზე დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დაინგრა შენობები და საცხოვრებელი სახლები. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი.
სეისმოლოგების განცხადებით, ეპიცენტრი 92 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ ტაკის-მალაიასთან მდებარეობდა, თუმცა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ რყევები ჯაკარტაშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიის სანაპიროზე ცუნამის საფრთხეც გამოცხადდა, თუმცა განგაში მალევე გაუქმდა.
კომენტარები