ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში 80 წლის ქალი დააპატიმრეს, რომელიც კონტრაბანდული გზით 68 გირვანქა კოკაინი გადაჰქონდა, რაც დაახლოებით 31 კილოგრამი კოკაინია. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ხელისუფლებს წარმომადგენლები და ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
კონტრაბანდა ბარგში იყო დამალული, რომლის მფლობელიც ასაკოვანი, 80 წლის ვენესუელელი ქალი იყო, რომელიც პარიზის გავლით ბეირუთში მიფრინავდა.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ალი ჰასან ხალილი თავის ოფიციალურ ტვიტერზე წერს, რომ ეს ქვეყანაში კოკაინის ყველაზე დიდი კონტრაბანდული ოპერაცია იყო.
კომენტარები