ირანში, გასულ ღამეს აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საერთო ჯამში, დემონსტრაციების დროს დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
საპროტესტო აქციები ირანში ფასების ზრდისა და კორუფციის წინააღმდეგ გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ირანში ასობით დემონსტრანტია დაკავებული. ეკონომიკური პირობებისა და მაღალი ფასების გამო, საპროტესტო აქცია ხუთშაბათს ქალაქ მაშჰადში დაიწყო, მალე ირანის ყველა მსხვილ ქალაქს მოედო და მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.
კომენტარები