რაც თავი მახსოვს დედაჩემის აზრს არ ვითვალისწინებ და ხალხის აზრი რატომ უნდა გავითვალისწინო? – ამის შესახებ კომპოზიტორი და მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ხალხს არ მოსწონს თურმე ჩემი აქტიურობა facebook-ზე. თურმე დათუნას რეიტინგს ვუგდებ. ჩემზე მეტად ღელავენ, ზრუნავენ და უყვართ ჩემი შვილები… რაც თავი მახსოვს დედაჩემის აზრს არ ვითვალისწინებ და ხალხის აზრი რატომ უნდა გავითვალისწინო???? სადაა ხალხი აბა? მარტო ლაპარაკში, ადამიანების ლანძღვაში და ჭორაობაში არიან მაგრები,,,, იციან რა მიჭირს ? რა მტკივა? მარტივია ხო შენიშვნების მიცემა? ხო და წერეთ, იკითხეთ, მლანძღეთ და რაც გინდათ ის აკეთეთ აბა მე ხომ არ შემეკითხებით? ხალხი რას ნიშნავს კონკრეტული რაოდენობა აქვს? რაამდენია ერთი? სამი? ასი? მოკლედ აბა თქვენ იცით დაბეჭდეთ ეს სტატუსიც და ქვემოთ რომ გაურკვეველი საზოგადოება კომენტარებს წერთ არ დაგეზაროთ და უფრო აგრესიულები გახდით. ვითარდება ყველაფერი და არც თქვენ ჩამორჩეთ თქვენს სფეროს…“-წერს კაჭკაჭიშვილი.