ცნობილ ქართველ კინორეჟისორს ელდარ შენგელაიას 85 წელი შეუსრულდა. რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზეიმო მიღებას უმასპინძლებს.
ელდარ შენგელაიას სარეჟისორო მოღვაწეობა ათეულობით წელს ითვლის. მისმა ფილმებმა „შერეკილები”, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი”, „სამანიშვილის დედინაცვალი”, „არაჩვეულებრივი გამოფენა” ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნეს.
ელდარ შენგელიას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და საპატიო პრემია. რეჟისორი შემოქმედებით საქმიანობას კვლავაც აგრძელებს. 2017 წელს, რეჟისორმა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სავარძელი” გადაიღო.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის „არაჩვეულებრივი გამოფენის” გადაღებიდან 50 წელი შესრულდა.
კომენტარები