მაყურებლის ოვაციების ფონზე, ქართველ ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს იაპონიის იმპერატორის თასი გადაეცა.
ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველ გამარჯვებულს, ლევან გორგოძეს, იმპერატორის თასი იაპონიის განათლების, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ საზეიმოდ გადასცა.
ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელიც იაპონიის ნაციონალური სიამაყის, სუმოს იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. გორგაძემ ტიტული ვადამდე გაინაღდა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.
დღეს ქართველმა უკვე ჩემპიონის რანგში ბოლო ბრძოლა იაპონელ ენდო შოთასთან გამართა და ისიც მოიგო.
ტოკიოში, სუმოს ცენტრალურ დარბაზ კოკუგიკანში გამართულ გამართულ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონელი შოჰოზანი დაამარცხა და იმპერატორის თასი მოიპოვა.