ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ერთი რამ მინდა ვთქვა.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ არის პატიმარი. თუ საქართველოში პატიმარს აწამებენ ან გააუპატიურებენ, პირველი მე ვიქნები ვინც ამაზე ხმას ამოიღებს და ასევე სრულიად საქართველო დარწმუნებული ვარ. ასეთ საკითხზე არც პარტიული სიმპათია არსებობს და არც პოლიტიკური გამართლება.
მაგრამ ზუსტად ამიტომ არ შეიძლება ყველა ხმაურიანი განცხადება ავტომატურად ფაქტად გამოაცხადო.
დღევანდელ ოპოზიციას აწყობს ცალკეული, დაუდასტურებელი ან გადაჭარბებული ისტორიების ერთმანეთზე მიბმა, რათა საზოგადოებაში შეიქმნას განცდა, თითქოს პენიტენციურ სისტემაში ისევ არსებობს ფართო და სისტემური ძალადობის პრობლემა. ანუ ჯერ იქმნება ხმაური, მერე რამდენიმე ამბავი ერთმანეთზე ეწყობა და ბოლოს ცდილობენ თქვან „ხედავთ, ეს უკვე სისტემური პრობლემაა“.
მაგრამ სისტემურ პრობლემას სჭირდება სისტემური მტკიცებულება.
სააკაშვილის პერიოდის „ციხის კადრების“ მნიშვნელობა სწორედ ის იყო, რომ კადრებმა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი და დაგროვილი მძიმე რეალობა თვალსაჩინო გახადა. ვიდეო იყო მტკიცებულება,პრობლემა კი ვიდეომდე არსებობდა.😡😡 ზუსტად ამის აგორება უნდათ ეხლა რეჟისორებს,ასეთი ფაქტებით დააგროვონ თითქოს იგივე ხდება დღეს პენიტენციურ სისტემაში რომ ნელნელა ხალხმაც დაიჯეროს.😡😡 მაგალითად როგორც დააჯერეს რუსული,რუსეთი,რუსები,რუსის,რუსში,რუსზე და ასე შემდეგ. 🤦🏻♂️ თან ის ხალხი აკეთებთ ამას,თქვენი ხელისუფლების დროს რომ ნამდვილად აუპატიურებდნენ და აწამებდნენ პატიმრებს. 😡😡 ან ისინი აგორებთ ამას მაგ ჯალათების მობრუნება რომ გინდათ ხელისუფლებაში.😡😡 ( სიზმარშიც ვერ ეღირსებით ) !!! ასე რომ?! თუ სისტემური პრობლემაა, აჩვენე სისტემური მტკიცებულება. მაგრამ თუ მტკიცებულება არ გაქვს, საზოგადოების მძიმე წარსულზე თამაშით ხელოვნურად ნუ შექმნი პრობლემას, რომლის არსებობაც ჯერ არ დაგიმტკიცებიათ !!!
და ბოლოს: ვინც მაგას გაბედავს და ვინც მაგას ჩაიდენს? ზუსტად გიორგი პატარიძე იქნება პირველი ვინც დედას მოუტყ…ვს მაგის ჩამდენს !!!”


