“სანამ სააკაშვილს უკრაინაში აფართხალებენ, ზურაბ ჟვანიას საქმეს აქ არ გახსნიან“, – აცხადებს გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას მეგობარი და ყოფილი დეპუტატი მარინა მოლოდინი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
გაზეთი „ასავალ-დასავალი“, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მკითხველს ვრცელ სტატიას სთავაზობს.
დაახლოებით ორი კვირის წინ, გამოცემამ ზურაბ ჟვანიას შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დიდუბის პანთეონში ზურაბ ჟვანიას ცხედარი საფლავში არ არის.
გამოცემის დღევანდელ ნომერში ზურაბ ჟვანიას მეგობრები საუბრობენ, რომელებიც 3 თებერვალს, ზურაბ ჟვანიას საფლავთან შეიკრიბნენ.
„ზურას საქმის შეჩერება დიდი პოლიტიკური გარიგებაა, თორემ დღევანდელ მთავრობას საქმის ბოლომდე მიყვანაში ხელს არაფერი უშლის. დასკვნა ერთია: სანამ სააკაშვილს უკრაინაში აფართხალებენ, ამ საქმეს აქ არ გახსნიან. ამასობაში დრო გადის, გამოძიების მასალები ქრება. ძიების შესაფერხებლად კი ამბობენ, გვამი საფლავში არ არისო, მაგრამ გვამი ადგილზეა, ხელს არაფერი უშლის ექსჰუმაციის ჩატარებასა და ექსპერიზას“ – აცხადებს „ასავალ-დასავალთან“ მარინა მოლოდინი.
მარინა მოლოდინისაგან განსხვავებით, ზურაბ ჟვანიას კიდევ ერთ მეგობარი დათო ოქიტაშვლი პროკურატურას, გამოცემის საშუალებით, კითხვით მიმართავს:
„დღეს, დიდუბის პანთეონთან ყვავილების ერთმა გამყიდველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი ადრინდელი ნათქვამი, რომ ზურას დაკრძალვის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, მის საფლავთან დაცვა იდგა. გამოარკვიოს პროკურატურამ, რას იცავდნენ? – მიმართავს დათო ოქიტაშვილი საგამოძიებო უწყებას.
მეგობრებისგან განსხვავებით, ზურაბ ჟვანიას ძმას, ყოფილ დეპუტატ გოგლა ჟვანიას კითხვები აღარ აქვს: – „ზურას საქმის გამოძიებაში სიახლე არ არის, რა ვთქვა, ერთსა და იმავეს, ხომ არ ვილაპარაკებ?! – ამბობს გოგლა ჟვანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
“სანამ სააკაშვილს უკრაინაში აფართხალებენ, ზურაბ ჟვანიას საქმეს აქ არ გახსნიან“
2018/02/05 14:35:55
კომენტარები
ნანახია: 1593 ჯერ