მოცეკვავემ და პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ქორეოგრაფმა გიგი გაჩეჩილაძემ, ჟურნალ”სარკესთან” ყოფილ შეყვარებულ სალომე ჭაჭუასთან ურთიერთობაზე ისაუბრა:
“მე და სალომე ოდესღაც ვიყავით შეყვარებულები. წყვილშიც ვცეკვავდით და ერთად მუშაობა არასოდეს გვიჭირდა. ერთმანეთს ადრეც კარგად ვეწყობოდით და ახლაც ასეა..
– თუ განსხვავებული აზრები გაგიჩნდათ, როგორ იქცევით?
დიდად განსხვავებული აზრები არ გვაქვს. სალომემ წყვილში ცეკვა ფაქტობრივად ჩემთან დაიწყო. ბევრი წელი ვცეკვავდით ერთად. ამიტომ არ შეიძლება ჩვენი გემოვნება დიდად განსხვავდებოდეს.
თუ მაინც რაღაცაში ავცდით, თან თუ ეს ისეთი საკითხია, რაც ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის, ყოველთვის დათმობაზე მივდივარ.
– ამ მძიმე რეჟიმის ფონზე თქვენმა პირადმა ცხოვრებამ უკანა პლანზე გადაიწია?
ცეკვების გარდა აღარაფრისთვის გვრჩება დრო. შეყვარებული დამშორდა. არა, გეხუმრეთ. უბრალოდ ერთი კვირაა, რაც არც კი მინახავს. დილით რეპეტიციაზე რომ შევდივარ მას სძინავს, რეპეტიციიდან ისეთ დროს გამოვდივარ, როცა უკვე სძინავს.
– სალომე ჭაჭუასთან რომ აქტიურად გიწევთ შეხება, ხომ არ ეჭვიანობს?
არა. ჩვენს ურთიერთობაში მთავარი ნდობაა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ. სისულელის გამო არ ვკამათობთ. ამ რეპეტიციების გამო უკვე ძალიან მოვაკელი ყურადღება და ორჯერ ამოფეთქა. გავჩუმდი, სხვა რა გზა იყო.