ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო – ეს ვარლამ ლიპარტელიანის მიერ პარიზის გრანდ სლემზე მოპოვებული მედლების ჩამონათვალია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თავისთვის მეცხრე პარიზულ დიდ მუზარადზე, კვარცხლბეკზე მეექვსედ ავიდა.
წლევანდელ ტურნირზე მეოთხედფინალში სირილ მარესთან დასანანი მარცხის შემდეგ, ლიპარტელიანი რეპეშაჯში გადაერთო და საბოლოოდ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ხორვატ ზლატკო კურმიჩთან ჯერ ვაზარი მოიპოვა, შეხვედრის დასრულებამდე 25 წამით ადრე კი შებოჭვაც დაიწყო და საბოლოოდ ვადამდე გაიმარჯვა.
კომენტარები