საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის კაპიტანი, ტურნირზე 100კგ. წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ გამარჯვებულია.
ოლიმპიური და მსოფლიოს პრიზიორის, ევროპის სამგზის ჩემპიონის ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე ტუნისის 2018 წლის გრან პრის გამარჯვებული, ირლანდიელი ბენჟამინ ფლეტჩერი იყო და საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა მეტოქე ორ წუთსა და 54 წამში იპონით დაამარცხა.
1/2 ფინალში ლიპარტელიანმა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორს, ბელგიელ ტომა ნიკიფოროვსშეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე ასევე წმინდად მოუგო.
ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ ტურნირი უკვე მეოთხედ მოიგო.
კომენტარები