დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირს და ქინძმარაულის ქუჩას; 11:00-დან 15:00 საათამდე – გარდაბნის გზატკეცილს, კახეთის გზატკეცილს, აეროპორტის დასახლებას, სამგორისა და ჭიჭინაძის ქუჩებს; 10:00-დან 12:00 საათამდე – რობაქიძის გამზირის და დიღმის მასივის III კვარტალს; 11:00-დან 14:00 საათამდე – ცოტნე დადიანის, რიონჰესის, გიორგი სააკაძის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ჯავის, ზედაზენის, იმერეთის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს; 14:00-დან 17:00 საათამდე – ჭილაიას და ჭყონდიდელის ქუჩებს (ნაწილობრივ); 11:00-დან 15:00 საათამდე – მარაბდის ქუჩას; 11:00-დან 13:00 საათამდე – კალისტრატე ცინცაძის ქუჩას.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.
თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
2018/02/27 10:22:30
ნანახია: 744 ჯერ