ბარათაშვილის ქუჩაზე დღეს დაშავებული ბავშვების სამკურნალოდ, ყველა სამედიცინო ჩარევას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. შესაბამისი კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გააკეთა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში მივიდა.
„ყველა სამედიცინო ჩარევას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს“ – განაცხადა სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით სამი საათის წინ, თბილისში ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, 6 ბავშვი დაშავდა, მათ შორის, ერთი გარდაიცვალა.
კომენტარები