საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, 260 ღერი აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი საქართველოს მოქალაქის, მ.ც-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.
კომენტარები