თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ცხოველების უფლებების დასაცავად.
მისივე განცხადებით, დედაქალაქში ძაღლის დაჭრის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც გამოძიება უკვე დაიწყო.
„გარდა კანონისა, ჩვენ, საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ, რადგან ცხოველების და მათი უფლებების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო ჰუმანურები უნდა ვიყოთ. მერიის მხრივ რაც შესაძლებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, საკმაოდ აქტიურები არიან, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა. ერთიანი ძალისხმევით ამ პრობლემას, რომელიც არსებობს ცხოველების მოპყრობის თვალსაზრისით, აუცილებლად მოვაგვარებთ“, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები