რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მატჩზე ერთ-ერთი არბიტრი რუსი იქნება. ინფორმაციას რუსეთის რაგბის კავშირი ავრცელებს.
ინგლისელი რეფერი ქრეიგ მაქსველ-ქისი შეუძლოდ გახდა და კრასნოდარში ჩასვლას ვერ ახერხებს. ამგვარად, მატჩის მთავარი მსაჯი ინგლისელივე ენთონი ვუდსორპი იქნება, რომელსაც წესით ლაინსმენად უნდა ემუშავა. გვერდითი არბიტრები კი მისივე თანამემამულე მაიქლ ჰადსონი და რუსი ალეკსეი ბრიზგალინი იქნებიან.
რაგბი ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები ლიდერობს, რომლის აქტივშიც 14 ქულაა, რუსები კი 6 ქულით მე-4 ადგილზე არიან და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლის ყველანაირი შანსიც დაკარგული აქვთ.
3-მარტს თბილისში, ევროპის 2018 წლის მესამე ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი 23:10 დაამარცხა.
შეხვედრა დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია “იმედი” შემოგთავაზებთ.