„არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას დროში საეჭვოდ დაემთხვა უკრაინაში ქართველი მებრძოლის ჯონი იაკობაშვილის მკვლელობის მცდელობა, რომელიც სააკაშვილის ზონდერჯგუფმა განახორციელა!“ – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი და სამხედრო ანალიტიკოსი დავით ნემსაძე.
ამავე ინტერვიუში დავით ნემსაძე, ჯონი იაკობაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ყურადღებას ამახვილებს, რომელიც უკრაინაში მოხდა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ჯონი იაკობაშვილი გადარჩა.
ჯონი იაკობაშვილი უკრაინის 54-ე ბრიგადის 25 -ე მოტომსროლელი ბატალიონის მოხალისე წევრია, რომელიც სააკაშვილის მომხრე სამხედროებისგან დაკომპლექტებულ „ქართულ ლეგიონში“ ირიცხებოდა, რომელსაც მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს.
„არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაც და ჯონი იაკობაშვილის მკვლელობის მცდელობაც, ქართველთა პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს, მოსახლეობაში შფოთის გამოწვევასა და ქუჩის პროტესტის პროვოცირებას ემსახურება. ეს ყველაფერი კი, მიზნად ისახავს იმის წარმოჩენას, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების დაცვა არ ძალუძს, ქართული სახელმწიფო თავის ჯარისკაცებს, ვეტერან სამხედროებს არ უფრთხილდება და ასე შემდეგ… მოკლედ, საქმე გვაქვს ქართველი სამხედროების სისხლზე პოლიტიკური ქულების დაწერის ბინძურ კამპანიასთან, რომლის უკანაც ნაციონალური მოძრაობა დგას.
დიახ, პირდაპირ ვადებ ხელს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და ჯონი იაკობაშვილის მკვლელობის მცდელობის უკან ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ინტერესი იმალება!
რას ვიზამთ! ჩვენი ქვეყნის ბედიც და ნაცმოძრაობის წარსულიც მძიმეა! ნაცებისთვის რუსეთთან ახალი ომის გამოწვევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მათ აწყობთ, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება დიდი უბედურება დატრიალდეს, თუნდაც ახალი ოკუპაცია მოხდეს, ოღონდ სააკაშვილმა პოლიტიკური რეინკარნაცია შეძლოს. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო – მთელი კოჰაბიტირებული სახელმწიფო რესურსი სააკაშვილის ინტერსების გატარებას ემსახურება და მთელი პროლიბერალური სპექტრი დესტაბილიზაციასა და რევოლუციური სცენარის ამოქმედებაზე მუშაობს, ლიბერალური პროპაგანდის შანტაჟის ქვეშ მოქცეული ხელისუფლება კი ძალიან უსუსურად გამოიყურება“ – აცხადებს დავით ნემსაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
“ნაცებს აწყობთ, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება დიდი უბედურება დატრიალდეს, ოღონდ სააკაშვილმა პოლიტიკური რეინკარნაცია შეძლოს”
2018/03/13 16:29:27
კომენტარები
ნანახია: 1484 ჯერ