არც ერთი პირი, ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებული იქნება ე.წ ქურდულ სამყაროსთან, დაუსჯელი არ დარჩება და ყველა ასეთი დამნაშავე პასუხს სისხლის სამართლის კოდექსით აგებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ამ კანონპროექტით ვამბობთ, რომ არც ერთი ქმედება, არანაირი კავშირი „ქურდულ სამყაროსთან“ და „კანონიერ ქურდებთან“ არ დარჩება დაუსჯელი და დაისჯება სისხლის სამართლის წესით, თანაც საკმაოდ მკაცრი სანქციით, ეს არის კანონპროექტის ძირითადი არსი. დანაშაულს ვარქმევთ მთელ რიგ ქმედებებს, რომელსაც დღეს დანაშაული არ ჰქვია. ვამკაცრებთ არსებულ სანქციებს და მაგალითად, „კანონიერი ქურდობა“ 9-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კომენტარები