აბა, თქვენ იცით, პირველობა არავის დაუთმოთ, – „ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე 27 ივნისს, ნიუ-იორკში ჩატარებულ გეიაღლუმს ეხმიანება და ფოტოსაც აქვეყნებს.
„გუშინ ნიუ-იორკში გამართულ გეი აღლუმზე ქართული დროშები ყველა სხვას აჭარბებდა სიმრავლით.ეს გახლავთ საქართველოს დელეგაცია.ყველანი ქართველები არიან. გთხოვთ კარგად მომისმინეთ!!!! თუ რეფერენდუმით არ ავკრძალეთ ერთი სქესის პირთა ქორწინება, მაშინ მომავალ პარლამენტში უცხოეთის ზეწოლით ეს გარყვნილება დაკანონდება. გთხოვთ გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და მოგვეხმაროთ 200000 ხელმოწერის შეგროვებაში,” – წერს ბრეგაძე.
სანდრო ბრეგაძე ასევე გეიაღლუმის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
კომენტარები