გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას – გაუქმდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ასე მარტივი თუ იყო ჯარში მსახურების გაუქმება, რას გააიაღოველეთ „ნახევარი“ საქართველო (იაღოველებს რწმენა უშლით ჯარისკაცობას და ამით უამრავმა ქართველმა ვაჟკაცმა ისარგებლა. უბრალოდ, „რწმენა“ გამოიცვალეს). თუმცა, იმასაც ამბობენ, თავდაცვის სამინისტროს კვოტების გაუქმებაზეა საუბარიო.
ხელისუფლების წევრებო და ჟურნალისტებო, თქვენც – ჩასაფრებული რომ ხართ, ორღობის დედაკაცებივით, იმან ის თქვა, ამან ეს უპასუხა, – გაგვაგებინეთ წესიერად, რა გაუქმდა თუ უქმდება ასე, ერთი ქალის ხელის მოსმით?”, – წერს რუსუდან შარაძე.
კომენტარები