„ძალიან კარგად უნდა გაიგოს ყველამ, რომ დედაქალაქს ჰყავს მთავრობა, დედაქალაქს ჰყავს მერი , რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და ჩვენ ვართ ორიენტირებულნი იმისკენ რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი, ხვალინდელი თბილისი იყოს მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი. მე ერთი რამ მიხარია, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ იმას, რომ ხვალ ეკოლოგიური მდგომარეობა იქნება უკეთესი , ქაოტური განაშენიანების პრობლემა იქნება მოგვარებული, სკვერები იქნება ქალაქში და ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ელემენტარულად სუფთა ჰაერი ისუნთქონ. ამას გააკეთებს თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად”- განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
კომენტარები