ბუტა რობაქიძის საქმე – საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე 5 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.
ზაზა ბაქრაძემ მომხდარიდან 6 წლის შემდეგ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ გარდაცვლილ რობაქიძე იარაღი არ ჰქონდა და ის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა, კერძოდ კი საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მიიტანა.
ბრალდებული ზაზა ბაქრაძე 6 ბრალდებულიდან ერთადერთია, რომელიც ამ წლების განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა და არც სასამართლო სხდომებს არ ესწრებოდა.
ის ქვეყანაში დაახლოებით ერთი თვის წინ დაბრუნდა. ბაქრაძე სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ამირან რობაქიძის მკვლელობასა და დანაშაულის ადგილის ფალსიფიკაციაში ზაზა ბაქრაძე სხვა ბრალდებულებს ადებს ხელს.
2013 წელს ზაზა ბაქრაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.