ლიონელ მესის თაყვანისმცემელი ავღანელი ბიჭუნა, პოლიეთილენის პარკის მაისურით მსოფლიო ყურადღების ცენტრში დიდი ხნია მოექცა. მურთაზა აჰმადი პოპულარული გახდა ინტერნეტში გავრცელებული ფოტოთი, რომელზეც მას “მესის მაისური” აცვია. ინტერნეტში ფოტოს გავრცელების შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა თავის პატარა თაყვანისმცემელს საკუთარი ხელმოწერით ორი მაისური და ბურთი გაუგზავნა.
რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ბიჭუნას ოჯახი იძულებული გახდა, ავღანეთი დაეტოვებინა და საცხოვრებლად პაკისტანში გადასულიყო.
როგორც მურთაზას მამამ BBC-სთან საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი შვილი ცნობილი გახდა, ოჯახმა მუქარის შემცველი არაერთი შეტყობინება მიიღო. მამაკაცის თქმთ, მათ ღაზნის პროვინციაში სახლი დატოვეს, რადგან იქ დარჩენა ოჯახისთვის საფრთხის შემცველი იყო.
“რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა განგსტერმა დამირეკა. ის ფიქრობს, რომ რადგან ჩემმა შვილმა მესისგან მაისურები მიიღო, მას ფულიც გამოუგზავნეს. ის ფულის გამოძალვას ცდილობდა”, – ამბობს არიფ აჰმადიმ BBC-სთან საუბრისას.