მე ჯერ კიდევ იმედით ვცხოვრობ, რომ აღდგება სამართლიანობა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ 2004 წელს, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ევგენი აფრასიძის მეუღლემ და ომეხ აფრასიძის დედამ, დოდო აფრასიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ მოხდება გვამების ხელახალი ექსჰუმაცია, ნაწილობრივ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად.
დოდო აფრასიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს მაშინდელი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა, მათ შორის გიორგი ბარამიძის, რომელმაც სპეცოპერაცია დაგეგმა.
„ადრეც მქონდა ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების სურვილი, თუმცა გვემუქრებოდნენ. მეც შემეშინდა, რადგან ბავშვები გვყავდა და აღარაფერი მითქვამს. მე შედეგები არ ვიცი ექსპერტიზის, თუმცა ეს ნაწილობრივ იქნება სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მოხდა ჩემი შვილის გვამის ექსჰუმაცია, მეუღლე კი მაშინ ცოცხლად დამიწვეს და მისგან მხოლოდ ფერფლი დარჩა.
მე ჯერ კიდევ იმედით ვცხოვრობ, რომ სამართლიანობა აღდგება. როგორ უნდა დამტოვონ მთლად ასე. ჩვენ აღარაფერი გვაქვს. თუ რამე გვქონდა, ყველაფერი გადაგვიწვეს. ჩვენ ხან ვის სახლში ვათევთ ღამეს და ხან ვის სახლში. ბიჭები რომ გამოვიდნენ ციხიდან, წალკაში შევარემონტეთ ერთი სახლი და იმაში ვცხოვრობთ“, – აღნიშნა დოდო აფრასიძემ.
დოდო აფრასიძე – მეუღლე ცოცხლად დამიწვეს, მისგან მხოლოდ ფერფლი დარჩა
2018/04/24 00:34:07

კომენტარები
ნანახია: 1417 ჯერ