ყველას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ ჭორებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება.
“ასეთი ჭორები სხვადასხვა სახით დიდი ხანია ვრცელდება და ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ ჭორებს. ეს არის ჩემი მოწოდება“,- განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები