რობერტ კობლიაშვილმა ( 87კგ) საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა, რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში რუსი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე პირველი ოქროს მედალია.
რობერტ კობლიაშვილი შეჯიბრზე ევროპის ვიცე-ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ამჯერად უკვე ოქროს მედალი დაისაკუთრა.
დღესვე ბრინჯაოს მედალი ნუგზარ წურწუმიამ ( 55კგ) მოიპოვა, რომელმაც ფინალში 6:6-ზე რუსი ვასილი ტოპოევი დაამარცხა.
კომენტარები