საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში რიგით მეხუთე წლიური ანგარიშის წარდგენინსას იმ საკითხებს და მოვლენებს აჯამებს, რაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე განხორციელდა. მან გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს და ხელისუფლება შეიცვალა:
“ჩემი დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში მეხუთეა. გადავწყვიტე, ეს გამოსვლა ყოფილიყო შემაჯამებელი იმ პერიოდის და ბოლო წლების, როცა ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით. ამ ხუთი წლის შეჯამებით შევეცდები წარვსდგე თქვენ წინაშე. ბუნებრივია, ეს პროცესი ვერ იქნება სრული, თუ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა. დღეს საქართველის პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესის შემოქმედი იყო. თუმცა, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა – ეს იყო საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლით გადავდგით ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წასწია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ დებატები გაიმართება.