კორუფცია არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ მოსაზრების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ შეწყალების პრაქტიკას შეიძლება კორუფციის საფუძველი ჰქონდეს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ შეფასებაში დაასახელა არა ერთი, არამედ სამი შესაძლო თეორიული ვერსია: ნაკლები პასუხისმგებლობა, კორუფცია და მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციის ჩამოშლისა. მან ჩამოთვალა თეორიულად დასაშვები სამი ვერსია. კორუფცია, ჩემი აზრით, არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება. მინიმუმ, ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ საზოგადოებას, პარლამენტის წევრებს გუშინ საშუალება მისცემოდათ, დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
“კარგი იქნებოდა, პარლამენტის წევრებს გუშინ საშუალება მისცემოდათ, დებატებისას ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდა”
2018/05/03 15:44:32
ნანახია: 808 ჯერ