გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დააანონსა. ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში ბევრი კანონი არაადამიანურია და ამის შესაცვლელად საჭიროა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ჯაფარიძის განმარტებით, როგორც მონობა იყო მიუღებელი და ბევრი ადამიანი მას არ ეგუებოდა, ასე იქნება ახლაც. ეს განცხადება მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.
“ეს იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. სისტემა როდესაც ადამიანებს ექცევა როგორც მონებს, ამ დროს არსებობენ ადამიანები, რომლებიც სისტემის ნაწილია და სხვებს ჩაგრავენ და არიან ადამიანები, რომლებიც მონურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ გაცნობიერებული არ აქვთ რომ მათ სახელმწიფო ექცევა როგორც მონებს. კამპანიის ნაწილია, რომ მათ გავაგებინოთ ეს. მათ ტვინი უნდა გაანძრიონ და ამის გარდა კიდევ ერთი ადგილი უნდა გაანძრიონ და არ უნდა დაემორჩილონ ეგეთ კანონებს.”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.