თბილისის მერმა კახა კალაძემ უფასო სასადილოებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, იმოქმედებენ ისე, როგორც კანონს შეესაბამება.
„თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩვენ ვიცით ჩვენი მიდგომები და ხალხი ძალიან კარგად ხედავს დედაქალაქის მთავრობის მიდგომებს, დამოკიდებულებას, თუ როგორ პოლიტიკას ვატარებთ. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ოპოზიციის მითითება მე და ჩემს გუნდს ნამდვილად არ გვჭირდება. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონს შეესაბამება. კანონი არის უზენაესი ყველასთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, აუდიტის შიდა მოკვლევის შედეგებზე ინფორმაცია „ახალმა საქართველომ“ გაასაჯაროვა. მათი ინფორმაციით, თბილისის მერიის შიდა აუდიტის მონიტორინგის შედეგად, უფასო სასადილოებში დარღვევები გამოვლინდა.
კომენტარები