საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასახელდება.
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის შიგნით კონსულტაციები დაწყებულია. როგორც იცით, ჩვენ კანდიდატურას წარვადგენთ ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისის პერიოდში. „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ღირსეული, გამარჯვების მაღალი შანსებით. თუ რა კონსულტაციები მიმდინარეობს ამ ეტაპზე და ვის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები