ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა, რომ ფედერაციაში განხეთქილება უმრავლესობის დეპუტატის, ყოფილი ძიუდოისტის, შოთა ხაბარელის ინტერესებშია.
“მას რომ პრობლემების მოგვარება უნდოდეს ყრილობაზე უარს არ იტყოდა. ის შეგნებულად არ დაესწრო ამ ყრილობას. ჩვენ ვართ ორგანიზაცია რომელიც ამ ფორმატში მუშაობს. როცა იქ არ მოდიხარ და მაღალი ტრიბუნებიდან აკეთებ განცხადებებს, ეს ბადებს ეჭვს.
დღეს ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედა.სპორტსმენებმა დავით ქევხიშვილის სავარძელი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დადგეს.
სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.
თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა. ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელმაც პირველი შეხვედრა უკვე გამართა.