კლუბ “ბასიანის” დამფუძნებლები ტატო გეთია და ზვიად გელბახიანი კლუბში შევიდნენ. როგორც გელბახიანმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე რამდენიმე საათის წინ დაწერა, მათ შსს-დან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ კლუბს უბრუნებდნენ.
“მეგობრებო, დაგვირეკეს შ.ს.ს-დან და გვითხრეს, რომ ბასიანს გვიბრუნებენ. გავდივართ კლუბში სანახავად! The door is open! მე მგონი სახლში ვბრუნდებით”,-წერს ზვიად გელბახიანი სოციალურ ქსელში.
ერთ-ერთი დამფუძნებლის ტატო გეთიას განცხადებით კი, მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
“ვერ ვიტყვი რომ გახარებული არ ვარ, დახურვის საშიშროების წინაშე ვიდექით და ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო”, – განაცხადა ტატო გეთიამ.
კომენტარები