საქართველოში ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ჯეიმს ბლანტმა კონცერტი გამართა. მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრისთვის მან თითქმის ორი საათის განმავლობაში იმღერა.
კონცერტი მიხეილ მესხის სტადიონზე,ზუსტად 22:00 საათზე დაიწყო. ბრიტანელმა მუსიკოსმა ქართველი მსმენელისთვის ცნობილი და უცნობი ჰიტები იმღერა. მათ შორის, რა თქმა უნდა, თბილისში შეკრებილი მსმენელისთვის ჯეიმს ბლანტმა ორი მთავარი ჰიტი you are so beuriful და goodby my lover შეასრულა.
ჯეიმს ბლანტმა ქართველ მსმენელს ქართულ ენაზე მიმართა, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა,
ბლანტი საქართველს “დამოუკიდებლობის დღის” ფარგლებში ესტუმრა.
კომენტარები