ტოჩინიშინი დღესაც ტრავმირებული ხელით ასპარეზობდა. ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ მაეგაშირა იკიოი დაამარცხა და ტურნირში გამარჯვების შანსი შეინარჩუნა. ტოჩინოშინის შედეგი იოკოძუნა ჰაკუჰოს გამარჯვებაზეა დამოკიდებული.
დღევანდელ ორთაბრძოლამდეც ქართველს იკიოისთან დადებითი ბალანსი 7:4-ზე ჰქონდა.
ლევან გორგაძეს გაზაფხულის ბაშოზე 13 მოგება და 2 მარცხი აქვს.
კომენტარები