ლევან გორგაძემ ოძეკის წოდება ოფიციალურად მიიღო. ტოკიოში ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.
ტრადიციის თანახმად, სუმოს ასოციაციის მესვეურები ლევანის კლუბს, კასუგანო ბეიას ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს, სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს. ტოჩინოშინიმა, თავის მხრივ, ტრადიციული სატიტულე ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს ამ წოდებას.
ოძეკი ქართულად ჩემპიონს ნიშნავს და სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას შემდეგ. ლევანი გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი რიკიში, ვინც ეს საპატიო წოდება მიიღო.
კომენტარები