სტრუქტურული ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებსა და მცირე მთავრობის კონცეფციაზე მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება, ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სამინისტროები არ დაკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ სტრუქტურული ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.
მისივე თქმით, მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში.
კომენტარები